ირანის სასამართლომ 8 დეაშელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა

მათ გასულ წელს თავდასხმა მოაწყვეს პარლამენტზე და ხომეინის საფლავზე

969648
ირანის სასამართლომ 8 დეაშელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა

 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას, თეირანის რევოლუციური სასამართლოების თავჯდომარემ გაზენფერ აბადიმ განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის იმ წევრებს, რომლებმაც გასულ წელს ერთდროული თავდასხმა განახორციელეს 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერ აიათულლაჰ ხომეინის საფლავზე და ქვეყნის პარლამენტზე, გუშინ, სასამართლომ მათგან 8 ტერორისტს სიკვდილის განაჩენი გამოუტანათ, ხოლო დანარჩენი 18 ბრალდებულის სასამართლო პროცესი კი გრძელდება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება უმაღლეს სასამართლოში 20 დღის განმავლობაში შეიძლება. 2017 წლის 7 ივნისს, ირანის დედაქალაქ თეირანში მოქმედ პარლამენტსა და აქ მდებარე ხომეინის საფლავზე, დეაშის წევრების მხრიდან  ერთდროული თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც 17 კაცი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები