ერაყში საპარლამენტო არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს
37 მილიონიან ერაყში არჩევნებში მონაწილეობა 24 მილიონ მოქალაქეს შეუძლია
ერაყში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. დედაქალაქ ბაღდადის ჩათლით, ერაყის ქურთულ რეგიონში და სხვა ქალაქებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა. ერაყის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 37 მილიონიან ერაყში არჩევნებში მონაწილეობა 24 მილიონ მოქალაქეს შეუძლია. არჩევნებში 329 საპარლამენტო მანდატის აღებას 7000-ზე მეტი კანდიდატი შეეცდება. მეორეს მხრივ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დიალას პროვინციაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბომბის აფეთქების მსურველი ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის ორი წევრი იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დიალას პროვინციაში მივლინებული ასმეთაური, ჰაბიბ ეშ-შუმარი ავრცელებს. მსგავსი ფაქტი შეინიშნა ქალაქ კირკუკშიც სადაც ეთნიკურად თურქმენებით დასახლებულ რეგიონში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან წინასწარ დანაღმული ბომბი სამართალდამცველებმა გაუვნებელყვეს.