ასტანა მორიგ სირიის შეხვედრას 14-15 მაისს უმასპინძლებს

განიხილავენ სირიის კრიზისს

967416
ასტანა მორიგ სირიის შეხვედრას 14-15 მაისს უმასპინძლებს

 

ყაზახეთმა განაცხადა, რომ ასტანაში დაგეგმილი სირიის მე-9 შეხვედრა 14-15 მაისს გაიმართება.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, სირიის სამი გარანტიორი ქვეყნის, თურქეთის, რუსეთის და ირანის შეხვედრების მე -9 ტური 14-15 მაისს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ხოლო დამკვირვებლის სტატუსით დაესწრებიან აშშ-ს და იორდანიის წარმომადგენლები.

ამავე განცხადებით, შეხვედრაზე დეესკალაციის ზონებში არსებულ სიტუაციას, ჰუმანიტარულ მდგომარეობას   და ნდობის აღდგენის საკითხებს განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები