ირანის პრეზიდენტის პირველი განცხადება

ირანის პრეზიდენტის პირველი განცხადება

966798
ირანის პრეზიდენტის პირველი განცხადება

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა მიუღებელია.

"ამის შემდეგ ირანი შეთანხმებას დანარჩენ ხუთ (ხელმომწერ) სახელმწიფოსთან გააგრძელებს... აშშ-მა უნდა აჩვენოს (ჩვენი ბირთვული შეთანხმების არ შესრულების შესახებ)  რა სახის მტკიცებულებები აქვს... ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის ისტორიული გამიცდილებაა" - აღნიშნა როჰანიმ.

მისივე თქმით, ირანმა შეთანხმების ყველა მუხლი შეასრულა და შეცდომა არ დაუშვია.

როჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა პირობა არ შეასრულა და აშშ-ს ერთადერთი მხარდამჭერი ისრაელია.

ირანის პრეზიდენტის თქით, რთულია იმის გაგება რატომ გავიდა აშშ შეთანხმებიდან. „ეს მხოლოდ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება არ იყო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიერ დამტკიცებული შეთანხმება იყო. ყველა მხარის მიერ (ხელმომწერ ქვეყნებში) სენატებში, პარლამენტებში დამტკიცებული შეთანხმება იყო.“-აღნიშნა როჰანიმ.  


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები