ებრაელი ჯარისკაცები ძალადობას აგრძელებენ
მათ კიდევ 3 პალესტინელი დაჭრეს
პალესტინის ჯანდაცვის წყაროების ცნობით, ისრაელის ჯარისკაცების მხრიდან პალესტინელ დემონსტრანტებზე განხორციელებული ძალადობების შედეგად კიდევ სამი პალესტინელი დაიჭრა.
ამათგან 1 პალესტინელი ქალაქ ჰან იუნუსის აღმოსავლეთში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრანტებზე ისრაელი ჯარისკაცების ჩარევის შედეგად დაიჭრა და იგი ამავე ქალაქში მოქმედ ევროპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ღაზის სექტორის აღმოსავლეთში მიმდინარე გამოსვლების დროს ისრაელის ჯარისკაცებმა მათი დაშლის მიზნით ნამდვილი ტყვიები გამოიყენეს და აქ 2 კაცი დაიჭრა.
პალესტინელები 30 მარტის აქეთ აწყობენ მასიურ გამოსვლებს ღაზის სექტორის ისრაელთან მოსაზღვრე რეგიონში და ებრაელი ჯარისკაცების ძალადობებისგან უკვე 52 კაცი დაიღუპა, 8 ათასამდე კი დაშავდა
მსგავსი ინფორმაციები
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიის ჩრდილოეთში ათეულობით PKK/YPG-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული