სამმხრივი შეხვედრა ბაქოში

ასეთი შეხვედრები რეგულარული გახდება

964111
სამმხრივი შეხვედრა ბაქოში

 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ქვეყნის დედაქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის, თურქეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა და მასში აზერბაიჯანს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ხალაფ ხალაფოვი,  უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარი და თურქეთს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი უმიტ იარდიმი წარადგენდნენ.

ეს შეხვედრა მიზნად ისახავს სამმხრივი ბიზნეს-შესაძლებლობების, საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებში მხარდაჭერის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, ვაჭრობის, განათლების, ტურიზმის და ტერორიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას.

დიპლომატებმა მხარი დაუჭირეს თვითოეული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს რა, აღნიშნეს, რომ სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტრადიციული მეგობრობისა და კეთილი კავშირების გაძლიერებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს ალიანსის შესაძლებლობებს.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამმაგი პოლიტიკური კონსულტაციები რეგულარულად ჩაატარონ, იტყობინება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს



მსგავსი ინფორმაციები