ისრაელის სამხედროები პალესტინელების დაკავებას განაგრძობენ

ბოლო მონაცემებით ისრაელის საპყრობილეებში 6500-ზე მეტი პალესტინელია დაპატიმრებული

963391
ისრაელის სამხედროები პალესტინელების დაკავებას განაგრძობენ

ისრაელის სამხედროებმა, ოკუპაციის ქვეშ მყოფ იორდანეს დასავლეთ ნაწილში კიდევ 14 პალესტინელი დააკავა. ისრაელის არმიიდან  გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ  დაკავებული პალესტინელები ტერორიზმში ეჭვმიტანილები არიან.  დაკავებულების შესახებ პალესტინის მხრიდან ჯერ-ჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. ისრაელის სამხედროები ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაწილში და აღმოსავლეთ იერუსალიმში სხვადასხვა მიზეზებით ხშირად აპატიმრებენ პალესტინელებს. პალესტინის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით ისრაელის საპყრობილეებში 62 ქალი, 450 ადმინისტრაციული დაკავებული, 12 პარლამენტარი, 300 ბავშვი მთლიანობაში კი 6500-ზე მეტი პალესტინელია დაპატიმრებული.



მსგავსი ინფორმაციები