საჰაერო თავდასხმა სპეციალიზებულ საავადმყოფოზე

დაიღუპა 1, დაშავდა 5 კაცი

962725
საჰაერო თავდასხმა სპეციალიზებულ საავადმყოფოზე

 

სირიის ჰამას ოლქში მდებარე  კეფა ზიტას რაიონის სპეციალიზებულ საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, ამ საავადმყოფოს ერთი თანამშრომელი  დაიღუპა.


ამის შესახებ განაცხადა ხსენებული საავადმყოფოს პრეს წარმომადგენელმა ჰასან ალ-აღრაჯმა და დაამატა, რომ საავადმყოფოზე სულ 3 საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.

"ამ საჰაერო შეტევის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მოკლედ, ჰამას ჩრდილოეთით მოქმედი ერთადერთი საავადმყოფო მიწასთან იქნა გასწორებული", აღნიშნა ალ აღრაჯმა

ამ თავდასხმასთან დაკავშირებით სირიის ოპოზიციამ კი სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გაავრცელა: “ლაზკიეს მახლობელ ჰიმეიმიმის სამხედრო საჰაერო ბაზიდან აფრენილმა რუსულმა გამანადგურებელმა ჰამას ოლქში მდებარე  კეფა ზიტას რაიონის სპეციალიზებულ საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა“.



მსგავსი ინფორმაციები