დეაშელები ერაყში ტერაქტებს აგრძელებენ
ბოლო ტერაქტს 8 კაცი ემსხვერპლა
962143
ერაყში, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის ბოევიკებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთში მდებარე ტარიმიეს რაიონში, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 პოლიციელი, ხოლო 12 ადამიანი დაშავდა.
ბაღდადის პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, ტერორისტებმა შეიარაღებული თავდასხმა ტარიმიეს რაიონის ცენტრში გამვლელ ფეხით მოსიარულე მოქალაქეებზე განახორციელეს და დაჭრილები სასწრაფოებით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოებში.
მართალია ბაღდათის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორია DEAŞ-სგან გაანთავისუფლეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ტერორისტები დროდადრო ასეთ თავდასხმებს მაინც ახორციელებენ