სომხეთის პარლამენტი დღეს ახალ პრემიერს უყრის კენჭს
ერთადერთი კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანია
სომხეთში დემონსტრანტები ჯერ კიდევ ქუჩაში არიან და ისინი მმართველი პარტიის მთავრობიდან გამოსვლას მოითხოვენ.
ელიან, რომ საპროტესტო აქციების ლიდერი ნიკო ფაშინიანი დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრობის ერთადერთ კანდიდატად ჩაერთვება.
ექსპრეზიდენტ სერჟ სარქისიანის პრემიერად არჩევამ სომხეთში სტარტი მისცა მასობრივ გამოსვლებს, რამაც აიძულა იგი გადამდგარიყო პრემიერობიდან, მაგრამ, ოპოზიცია ამასაც არ დასჯერდა და მმართველი პარტიის მთავრობიდან წასვლასაც ითხოვს, ხოლო პარლამენტს ფაშინიანის ახალ პრემიერად არჩევას აიძულებს.
კენჭისყრის წინ მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლების ბოლო შეხვედრა გაიმართა და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობაზე არავის კანდიდატურას არ წამოაყენებს.
სომხეთის 105 სავარძლიან პარლამენტში პრემიერობისთვის 53 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია. ამჟამინდელ პარლამენტში მმართველ პარტიას 58, სამ ოპოზიციურ პარტიას კი 47 დეპუტატი ჰყავთ
მსგავსი ინფორმაციები
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება