ერევანში გუშინ მიტინგი გამართეს

ოპოზიციის ლიდერის ფაშინისნიდ განცხადებით, იგი მზად არის სათავეში ჩაუდგეს კაბინეტს

961015
ერევანში გუშინ მიტინგი გამართეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გუშინ საღამოს მსვლელობა მოეწყო, რომელშიც ოპოზიციის ლიდერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დემონსტრანტებს წინ ორკესტრი მიუძღოდა. მათ ქალაქის ქუჩების ჩავლის შემდეგ საღამოს 6 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მიტინგი გამართეს.

მსვლელობას მცირე რაოდენობით პოლიციელი აკონტროლებდა.

სომხეთში ოპოზიციის გამოსვლების შედეგად 17 აპრილს პრემიერად არჩეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა 23 აპრილს თანამდებობა დატოვა.

ოპოზიციის ლიდერის ფაშინისნიდ განცხადებით, იგი მზად არის სათავეში ჩაუდგეს კაბინეტს.

სომხეთის პარლამენტი პრემიერის არჩევის საკითხს 1 მაისს განიხილავს.

პრემიერად არჩევისათვის 105 დეპუტატიდან 53-ის  მხარდაჭერაა საჭირო.

უმრავლესობის მქონე რესპუბლიკური პარტია 58 მანდატს, „ელქის“ კავშირი, რომლის ლიდერიც ფაშინიანია და „წარუკიანის“ კოალიცია კი ერთად 40 მანდატს ფლობს.



მსგავსი ინფორმაციები