დეირიზორის ნავთობ საბადოებისთვის ბრძოლები დაიწყო

ესადის რეჟიმი ამჯერად ქურთ სეპარატისტებს დაუპირისპირდა

960986
დეირიზორის ნავთობ საბადოებისთვის ბრძოლები დაიწყო

სირიის დეირიზორის რეგიონში ქურთულ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PYD / PKK-სა და ესადის რეჟიმის მხარდამჭერ ძალებს შორის მძაფრი შეტაკებები მოხდა.
სამთავრობო ძალებმა დღეს დილის საათებში შეტევა მოაწყვეს მდენარე ევფრატის აღმოსავლეთით და დეირიზორის დასავლეთში მდებარე  გენინე გაია ჰასანისა და შაქრას სოფლებზე, რომლებიც ქურთი სეპარატისტების კონტროლ ქვეშ იყვნენ და ისინი უკუაქციეს რა, ორივე დასახლება რეჟიმის ხელში გადავიდა.

მაგრამ, მალე სეპარატისტების დამატებითი ძალები გაიგზავნა რეგიონში, რომელთაც მხარდაჭერა აღმოუჩინეს ამერიკულმა გამანადგურებლებმა და აპაჩის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებმა რა, ხსენებული სოფლები კვლავ უკან დაიბრუნეს.

ამ შეტაკებების დროს მოკლულ იქნა რეჟიმის მხარდამჭერი 20 ჯარისკაცი და 5 ქურთი ბოევიკი.

ხსენებული რეგიონი, რომელიც ერაყს ესაზღვრება, ქვეყნის ყველაზე უდიდეს ენერგო რესურსებს შეიცავს და გასულ წელს PYD/PKK-ს ტერორისტებმა ისარგებლეს რა რეგიონში შექმნილი სახელისუფლებო ვაკუუმით, თავიანთ კონტროლზე აიყვანეს დეირიზორის უდიდესი ნაწილი, ხოლო დანარჩენი ნაწილი რეჟიმის და დეაშელების კონტროლ ქვეშაა



მსგავსი ინფორმაციები