ლიბერმანის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

“თუ ირანი ტელ ავივს დაარტყამს, ჩვენც თეირანს დავარტყამთ“

960308
ლიბერმანის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება

 

აშშ-ში ვიზიტად მყოფი ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონის სახელწოდების ანალიტიკურ ინსტიტუტში და განაცხადა, რომ ისრაელს არ სურს ჩაერთოს სირიაში განვითარებულ მოვლენებში, მაგრამ, არც იმას დაუშვებენ, რომ ჯერ ერთი ირანმა ისრაელის წინააღმდეგ სირიაში სამხედრო ბაზა შექმნას, მეორეს მხრივ კი სირიაზე გავლით ლიბანთან შიიტური ხიდი დაამყაროს. მისივე თქმით, თუ თეირანი ტელ ავივს დაარტყამს, მაშინ, ისინი, საპასუხო დარტყმას მიაყენებენ თეირანს.

იგი შეეხო რუსეთის სირიაში ყოფნასაც და თქვა, რომ მის ამ სტრატეგიას არ იზიარებენ, თუმცა, მოსკოვს სირიაში თავისი პრიორიტეტები გააჩნია და აქედან გამომდინარე ისრაელი პატივს სცემს რუსეთის მისწრაფებებს, თუმცა, მასთან რომ აიცილოს რაიმე კონფლიქტი, ამიტომაც ყველანაირი კომუნიკაციის არხები მოსკოვთან ღია აქვთ.

"რუსებს ნამდვილად არ სძულთ ისრაელი და ფიქრობენ, რომ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება არ იქნება კარგი საქმე. რუსეთი პრაგმატული მოთამაშეა, თუმცა სირიაში იგი მხარს უჭერს ესადის რეჟიმს და ირანს, ხოლო ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ჰეზბოლას, რომლის მიზანია ისრაელის განადგურება ", განაცხადა ლიბერმანმა



მსგავსი ინფორმაციები