ერევანში ოპოზიციის დემონსტრაციები გრძელდება

ფაშინიანი კარაპეტიანთან შეხვედრას ითხოვს

959609
ერევანში ოპოზიციის დემონსტრაციები გრძელდება

 

სომხეთის დედაქალაქ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციონერთა ლიდერ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დაწყებული საპროტესტო აქცია გრძელდება.

მის ფარგლებში ფაშინიანმა ხელმეორე პირისპირი შეხვედრის ჩატარება მოითხოვა ქვეყნის დროებით პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან.

დემონსტრანტებთან მიმართვაში ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ კარაპეტიანმა უარყო მისი ეს თხოვნა და მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.  

"მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებების პროცესი გავაგრძელოთ და აქედან გამომდინარე კარაპეტიანს ხვალ ვიწვევთ შეხვედრაზე“, განაცხადა ფაშინიანმა და დაამატა, რომ დემონსტრანტების დასვენებისა და ახლიდან ძალის მოკრების მიზნით აქციებს ორი დღით შეაჩერებენ.

ამ დროს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ კარაპეტიანი მზადაა ფაშინიანთან ყოველგვარი წინაპირობების წამოყენების გარეშე მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას



მსგავსი ინფორმაციები