სომხეთის პოლიტიკაში დაძაბულობა ქუჩებში იგრძნობა

ოპოზიციონერები დროებითი მთავრობას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

958906
სომხეთის  პოლიტიკაში დაძაბულობა ქუჩებში იგრძნობა

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის წინამძღოლობით საპროტესტო აქციები გუშინ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე,  სადაც ასევე მთავრობის შენობებიც არის, გვიან ღამემდის გაგრძელდა, რომელზეც  ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.  აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხევდნენ რა, აქციაზე სიტყვით გამოსულმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ დროებითი მთავრობის შექმნის მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. მისივე თქმით დროებითმა პრემიერმინისტრმა კარენ კარაპეტიანმა უსაფრთხოების ძალებს ქვეყანაში „საგანგებო მდგომარეობის“ გამოცხადება მოსთხოვა რა, აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება რომც მიიღონ დამორჩილებას არ აპირებენ. „ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა, სასწრაფო წესით სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ყოველგვარი გარიგების გარეში თანამდებობის დატოვებაა“, განაცხადა ფაშინიანმა. საპროტესტო აქციების გაგრძელებას  სომხეთში  დღესაც ელიან. ოპოზიციონერები ასევე აცხადებენ, რომ სანამ დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.



მსგავსი ინფორმაციები