სერჟ სარქისიანი გადადგა

იგი პრემიერის სავარძელში მხოლოდ 10 დღე დარჩა

957159
სერჟ სარქისიანი გადადგა

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარქისიანმა, მის წინააღმდეგ დაწყებული 10 დღიანი დემონსტრაციის შემდეგ თანამდებობა დატოვა.
სარქისიანმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: "ქვეყანაში მშვიდობისა და ჰარმონიის დამყარების სურვილით თანამდებობას ვტოვებ“.

როგორც ცნობილია, 17 აპრილს, სომხეთის პარლამენტმა ექსპრეზიდენტი სერჟ სარქისიანი პრემიერმინისტრად დაამტკიცა, რასაც სომხეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დღევანდელ აქციებს ერევანში ასობით უნიფორმიანი სამხედროც შეუერთდა, რის გამოც სომხეთის თავდაცვის სამინისტრო დაიმუქრა, რომ მათ წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიიღებდა



მსგავსი ინფორმაციები