ირანში მეორე ენად შესაძლოა რუსული შემოიღონ
ირანში მეორე ენად შესაძლოა რუსული შემოიღონ
ირანმა, რუსეთს შესთავაზა, რომ მათ ქვეყნებში მეორე ენად სპარსული და რუსული შემოიღონ. ირანულ სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მყოფმა, ირანის განათლების და სწავლის მინისტრმა მუჰამმედ ბეთჰაიმ, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა, დუმას მეცნიერების და განათლების კომიტეტის პრეზიდენტ, ვიაჩესლავ ნიკონოვს შეხვდა და მას ქვეყნების სკოლებში სპარსულის და რუსულის მეორე ენად შემოღება შესთავაზა. ამავე ინფორმაციით, ბეთჰაიმ განაცხადა, რომ ირანის მთავრობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მეორე ენად ინგლისი ნაცვლად სხვა ენების, განსაკუთრებით კი, რუსულს მიანიჭოს დიდი უპირატესობა. ვიაჩესლავ ნიკონოვმა ირანის შეთავაზება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის სკოლებში მეორე ენად ჩინურთან ერთად სპარსულის შემოღებასაც აპირებენ. ირანის მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებას იმ ქვეყანაში მცხოვრები თურქების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან ისინიც მოითხოვდნენ, რომ სკოლებში მეორე ენად, თურქული იქნას შემოღებული.
მსგავსი ინფორმაციები
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება