ალიევი მოვალეობის შესრულებს ოფიციალურად შეუდგა
მან 11 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 86,02%-ს მიიღო
აზერბაიჯანში 11 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 86,02%-ს მიღებით პრეზიდენტად არჩეულმა ილჰამ ალიევმა ფიცის დადებით მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ილჰამ ალიევის ინაუგურაცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩატარდა. ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსულმა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტ, ფერათ აბდულაევმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაამტკიცა რა, ალიევი ოფიციალურად გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტმა ალიევმა კი ქვეყნის კონსტიტუციაზე ფიცი დადო და აღნიშნა, რომ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ღირსეულად ემსახურება აზერბაიჯანელ ხალხს. ალიევის ინაუგურაციას პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო მოხელეები და უცხო ქვეყნების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანი: „თურქეთი გააგრძელებს ‘ახალციხელი თურქების’ მხარდაჭერას“
ჰაქან ფიდანი: „თურქეთი გააგრძელებს ‘ახალციხელი თურქების’ მხარდაჭერას“