მორიგი აფეთქება იდლიბში

დაიღუპა 15 სამოქალაქო პირი

947964
მორიგი აფეთქება იდლიბში

 

სირიის ქალაქ იდლიბში მოქმედი სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ქალაქის ცენტრში მდებარე 7 სართულიან კორპუსში, ჯერ ჯერობით დაუდგენელი მიზეზებით, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 36 დაიჭრა, რომელთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ამავე ცნობით აფეთქების შედეგად კორპუსის დიდ ნაწილი ჩამოინგრა და სავარაუდოდ მის ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ, ამიტომაც შემთხვევის ადგილს მიავლინეს სამაშველო და საძიებო ეკიპაჟები.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ასევე მეზობელი ნაგებობები და ახლო მახლო მდებარე სატრანსპორტო საშუალებები  



მსგავსი ინფორმაციები