სააკაშვილი ლექციებს წაიკითხავს

სააკაშვილი ლექციებს წაიკითხავს

946838
სააკაშვილი ლექციებს წაიკითხავს

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს ექსპრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში ლექციებს წაიკითხავს. ამის შესახებ, სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ჰოლანდიის „სპიკერთა აკადემია“-ს თანამშრომლობისთვის შეუთანხმდა. „იმედი მაქვს, რომ დიდი ხანი ლექციების კითხვა არ მომიწევს, ხოლო გამოცდილებას არა ლექციებისთვის, არამედ ოლიგარქების ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის და რეალური რეფორმებისთვის გამოვიყენებ“, აცხადებს სააკაშვილი თავის განცხადებაში. უკრაინის მხრიდან მოქალაქეობა ჩამორთმეული სააკაშვილი, დაახლოებით ორი თვის წინ, ქვეყნიდან გააძევეს და პოლონეთში გაუშვეს. შემდეგ კი მან,  ჰოლანდიაში ბინადრობის მოწმობა აიღო. 



მსგავსი ინფორმაციები