აღმოსავლეთი გუტა კვლავ იბომბება

გუშინდელ საჰაერო თავდასხმებს 25 კაცი შეეწირა

946269
აღმოსავლეთი გუტა კვლავ იბომბება

 

სირიაში, ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის მხრიდან  დამასკოს აღმოსავლეთ გუტაზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას კიდევ 25 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

ამის პარალელურად ამ ორივე მხარემ აღმოსავლეთ გუტაში მდებარე დომას რაიონში შეწყვიტა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი.

როგორც ცნობილია,  რუსეთის გარანტიორობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 22 მარტიდან აღმოსავლეთ გუტადან სამოქალაქო პირები გაიყვანონ. 

ეს შეთანხმება მოიცავს არბინის, ზემელკას და აინ ტერმას უბნებს და არ ეხება დომას რეგიონს, სადაც 100 ათასამდე კაცი ცხოვრობს და იგი ხშირად იბომბება ესადის რეჟიმის და რუსების მხრიდან



მსგავსი ინფორმაციები