ტრამპმა ბალტიისპირელი კოლეგები მიიღო
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სირიიდან ამერიკულ ჯარს გაიყვანს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიიღო ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტესი, ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდ ვეჯონისი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალჯულაიდისი რა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია მოაწყვეს, რომელზედაც ტრამპმა სირიის გეგმის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სირიიდან ამერიკელი ჯარების გამოყვანაზე სერიოზულად ფიქრობს.
"ვფიქრობ, რომ სირიიდან დაბრუნების დროა და მე ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან, ჩვენი ჯარების სირიაში ყოფნა აშშ-ს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევს და ამიტომ სირიიდან გასვლა მინდა, ამ საკითხზე პენტაგონის შეფს მოველაპარაკები“, ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, მათი უპირველესი მოვალეობა იყო DEAŞ-ის დამარცხება და ეს დავალება ფაქტიურად შეასრულეს, ამიტომაც უახლოეს ხანებში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
“თუ ჩვენი ჯარები სირიაში დარჩებიან, მაშინ, მათი ხარჯები რეგიონალურმა მოკავშირეებმა უნდა დაფარონ და ვგონებ, რომ ამას საუდის არაბეთი შესძლებს, რის შესახებაც უკვე ვაცნობე ამ ქვეყნის ლიდერებს და ისინიც უკვე მსჯელობენ ამ საკითხზე“, აღნიშნა ტრამპმა.
სირიიდან ამერიკული ჯარების შესაძლო გაყვანის თაობაზე ტრამპმა პირველი განცხადება 29 მარტს ოჰაიოში გამოსვლისას გააკეთა
მსგავსი ინფორმაციები
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით PKK/YPG-ს 13 ტერორისტი იქნა განეიტრალებული
სირიისა და ერაყის ჩრდილოეთით PKK/YPG-ს 13 ტერორისტი იქნა განეიტრალებული