თავდასხმა კოალიციის კოლონაზე

დაიღუპა2, დაიჭრა 5 ჯარისკაცი

941253
თავდასხმა კოალიციის კოლონაზე

 

როგორც ცნობილი გახდა, წუხელ სირიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილი კოალიციის ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა მათ კოლონაზე ხელნაკეთი ასაფეთქებლით (EYP) თავდასხმის შედეგად.  

დაჭრილები სასწრაფოდ გადაიყვანეს საველე ჰოსპიტალში.

დაღუპულთა სახელების და წოდებების, ასევე შემთხვევის ადგილის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კოალიციის პრეს წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა რიან დილონმა თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-სათვის (AA) გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ სანამ დაღუპულების ოჯახებს არ აცნობებენ, მანამდის დაღუპულებს, როგორც სირიელებს ისე მოიხსენიებენ.

ანადოლუ აჟანსის და ადგილობრივი წყაროების ვარაუდით, კოალიციის კოლონაზე თავდასხმა ქალაქ მენბიჩთან მოხდა



მსგავსი ინფორმაციები