სამმხრივი მინისტერიალი 31 მარტს გირესუნში გაიმართება

გირესუნში თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება

940218
სამმხრივი მინისტერიალი 31 მარტს გირესუნში გაიმართება

თურქეთის თავდაცვის მინისტრ,  ნურეთთინ ჯანიქლიმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგა,  ზაქირ ჰასანოვთან შეხვედრა გამართა. ორი ქვეყნის მინისტრმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციებს შორის შეხვედრაზეც დაესწრნენ. პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული. მეორეს მხრივ,  მიმდინარე წლის 31 მარტს თურქეთის ქალაქ,  გირესუნში  თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება, რომელსაც თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ნურეთთინ ჯანიქლი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი,  ლევან იზორია და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი,  ზაქირ ჰასანოვი დაესწრებიან. სამიტის შემდეგ სავარაუდოდ თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმების მემორანდუმს მოეწერება ხელი.



მსგავსი ინფორმაციები