საქართველო რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო რუს დიპლომატს აძევებს

940352
საქართველო რუს დიპლომატს აძევებს

საქართველო ყოფილი  რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულიას მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, ინგლისს სოლიდარობას უცხადებს და რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ინგლისის  ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს  და იზიარებს როგორც ინგლისის  ასევე  საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რა, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს. სამინისტრო მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვება 7 დღის ვადაში მოხდეს“.  ინგლისმა, აშშ-მ, კანადამ, და ზოგიერთმა ევროპის ქვეყნებმა სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ზოგიერთმა ქვეყნებმა კი რუსეთში მყოფი ელჩები უკან გამოიწვია.



მსგავსი ინფორმაციები