დეაშელები ერაყში პარტიზანულ თავდასხმებს აწყობენ

მათ თავდასხმა 8 პოლიციელი ემსხვერპლა

936922
დეაშელები ერაყში პარტიზანულ თავდასხმებს აწყობენ

 

ერაყის დიალას პროვინციის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაღდად-ქირქუქის დამაკავშირებელ გზატკეცილზე, კონკრეტულად კი ჰამრინის მთის გადასასვლელზე, DEAŞ-ის ტერორისტებმა ჯერ პოლიციელებით სავსე მანქანა გააჩერეს, შემდეგ მასში მყოფი 8 პოლიციელი მძევლად აიყვანეს, მთის მოფარებულ ადგილას წაიყვანეს და იქ ახლო მანძილიდან სროლით, ყველანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

მისივე განცხადებით, ტერორისტების განეიტრალების მიზნით რეგიონს მიავლინეს ფედერალური პოლიციისა და მთავრობის მხარდამჭერი ჰაშდი შააბის ძალები.

ერაყში დამარცხებული და აქა იქ მცირე რაოდენობით დარჩენილი დეაშის წევრები, ზოგიერთ ადგილებში პარტიზანულ თავდასხმებს ახორციელებენ   



მსგავსი ინფორმაციები