საჰაერო თავდასხმა ბაზარზე

დაიღუპა 42, დაიჭრა 72 ადამიანი

935783
საჰაერო თავდასხმა ბაზარზე

 

სირიის ქალაქ იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის განცხადებით, ჰარემის რაიონში მოქმედ ბაზარში საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რასაც წინასწარი ცნობით 42 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 72 ადამიანი დაიჭრა და მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა მძიმეა, ამიტომაც დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან.

ოპოზიციის განცხადებით ეს საჰაერო თავდასხმა ჰიმეიმინის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა რუსულმა ბომბდამშენებმა განახორციელეს.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში იდლიბისა და ჰამას რეგიონებში მსგავს თავდასხმებს მთლიანობაში 98 სამოქალაქო შეეწირა, 134 დაიჭრა



მსგავსი ინფორმაციები