სარფის საბაჟო დროებით ჩაიკეტება

საზღვარზე ხვალ თურქეთის დროით 08:00-20:00 საათებს შორის მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული

934225
სარფის საბაჟო დროებით ჩაიკეტება

თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით,  საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტი სარფი, დროებით ჩაიკეტება.  სარფის გამშვები პუნქტის დროებით ჩაკეტვის მიზეზი, თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები არის, რომლის ფარგლებში, კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანა უნდა მოხდეს.  ასე რომ,  სარფის სასაზღვრო  გამშვებ პუნქტზე,  22.03.2018 წელს,   თურქეთის დროით  08:00-20:00 საათებს შორის მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარება დროებით იქნება შეჩერებული.



მსგავსი ინფორმაციები