ერდოღანი: "აფრინზე კონტროლი დამყარდა"

ერდოღანი: "აფრინზე კონტროლი დამყარდა"

932132
ერდოღანი: "აფრინზე კონტროლი  დამყარდა"

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალების  და თავისუფალი სირიის არმის მხრიდან წარმოებული „ზეთისხილის რტო“-ს სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სირიის  აფრინის რეგიონში გრძელდება, დღეს დილის საათებიდან კონტროლი მთლიანად დამყარდა.  ერდოღანმა ამის შესახებ ჩანაქკალეში, 18 მარტი,  ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლის გამარჯვების და შეჰიდების ხსოვნის  103-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამჟამად იქ თურქეთის და თავისუფალი სირიის არმიის დროშა ფრიალებს და არა სეპარატისტული ტერ ორგანიზაციის ნაჭრები. ჩვენ გმირ სამხედროებს მადლობას ვუხდი. ასევე თურქი ხალხის და ქვეყნის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო თავისუფალი სირიის არმიას. აფრინში ტერორისტების გაწმენდა გაგრძელდება და ასევე ქალაქისთვის  ძველი იერსახის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ რა, რეგიონის ხალხი მალე დაბრუნდებიან საკუთარ მიწა-წყალზე“, განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ როგორი რწმენით და თავდადებით იბრძოდნენ გუშინ ჩანაქკალეში,  ანალოგიურად იბრძოლებენ დღეისათვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების და საზღვრების დასაცავად რა, რეგიონში ტერორის კორიდორის შექმნის უფლებას არავის მისცემენ.  ერდოღანმა შემდეგ „ჩანაქკალე 2015“ ხიდის მშენებლობის მონახულებისას განაცხადა, რომ აფრინში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობა 3603-მდე გაიზარდა. პრეზიდენტა აქ სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ ჩანაქკალეს ხიდის მშენებლობა  18 თვით ადრე დასრულდება 2022 წლის 18 მარტს გაიხსნება.



მსგავსი ინფორმაციები