ამერიკული ხომალდი ბათუმში შევიდა

„ოუკ ჰილი“ ბათუმში 20 მარტამდე დარჩება

932294
ამერიკული ხომალდი  ბათუმში შევიდა

აშშ-ის  მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51)  რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ბათუმს საპორტო ვიზიტით ეწვია. საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟში 20 ოფიცერი და 400 პერსონალი შედის. მათივე ინფორმაციით გემი შავ ზღვაში ორ ქვეყანას შორის ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. ბათუმის პორტში პირველად ჩასულ „ოუკ ჰილი“-ს ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. საზეიმო შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ გემი ბათუმში,  საქართველო-აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება.   „ოუკ ჰილი“  ბათუმში 20 მარტამდე დარჩება.  



მსგავსი ინფორმაციები