ჯენინის მახლობელ დასახლებაში ორი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა

ისინი ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაიღუპნენ

931704
ჯენინის მახლობელ დასახლებაში ორი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა

 

ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინის მახლობელ მევო დოტჰანის ებრაელურ დასახლებაში, ერთი პალესტინელის მხრიდან ებრაელ ჯარისკაცებზე ავტომანქანით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

ისრაელის არმიის წერილობითი განცხადებით, მუშების მშვიდობიანი გადასვლის უზრუნველყოფისას ისრაელის ჯარისკაცებს ავტომანქანა დააჯახა პალესტინელმა მძღოლმა, რის შედეგადაც 2 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა და ცოცხლად გადარჩენილმა ჯარისკაცებმა შესძლეს თავდამსხმელის დაკავება,

ამავე განცხადებაში დაჭრილების და მათი მდგომარეობის შესახებ არაფერია ნათქვამი.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-მ  კი განაცხადა, რომ ებრაელი ჯარისკაცები, პალესტინელი მოქალაქის მანქანის, ისრაელის არმიის კუთვნილ სამხედრო ავტომანქანაზე შეჯახების შედეგად დაიღუპნენ.

ადგილობრივი წყაროებით, პალესტინელი სავარაუდოდ 26 წლისაა და მან ისრაელის ციხეებში 17 თვიანი პატიმრობა მოიხადა  



მსგავსი ინფორმაციები