აზერბაიჯანის-საქართველოს-თურქეთის და ირანის ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა

აზერბაიჯანის-საქართველოს-თურქეთის და ირანის ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა

930562
აზერბაიჯანის-საქართველოს-თურქეთის და ირანის ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა

აზერბაიჯანის დედაქალაქ  ბაქოში, აზერბაიჯანის-საქართველოს-თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების  ოთხმხრივი მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დრსო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნულ ქვეყნებს შორის გამართული პირველი ოთხმხრივი მინისტერიალისგან კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა: „ეს მექანიზმი ჩამოყალიბდა იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც  საერთო ისტორიული და კულტურული კავშირები გაგვაჩნია. ჩვენ ხალხებს შორისაც თბილი ურთიერთობა არსებობს. ჩვენ ოთხივე ქვეყანა მნიშვნელოვან საერთო პროექტებს ვახორციელებთ. თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ირანს შორის კავშირები ყოველდღიურად ღრმავდება. მე მჯერა, რომ ამ ოთხეულის მიერ შექმნილი მექანიზმი, რეგიონის სტაბილურობას და მშვიდობას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.  მე ასევე მჯერა, რომ ამ ოთხ ქვეყანას შორის როგორც სავაჭრო თვალსაზრისით, ასევე ხალხებს შორის კავშირებიც კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ.“  აზერბაიჯანის-საქართველოს-თურქეთის და ირანის ოთხმხრივი მინისტერიალის პირველი შეხვედრა დღეს  გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები