საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან ორი გერმანელი ჟურნალისტი დააკავეს
დაკავებულები პოლიციიდან პროკურატურაში გადაიყვანეს

საბერძნეთში ორი გერმანელი ჟურნალისტი დააკავეს.
საბერძნეთის თურქეთის საზღვართან მახლობელ სამხედრო ზონაში, სადაც შესვლა აკრძალულია, დააკავეს ორი გერმანელი ჟურნალისტი. ბერძნულ გაზეთ Kathimerini-ის თანახმად, ორი ქვეყნის საზღვარზე, კონკრეტულად კი დიმეტოკას რეგიონში, გერმანულ ტელეარხ ARD-ს ორი თანამშრომელი დააკავეს და ისინი პროკურატურაში გადაიყვანეს. 31 და 33 წლის ასაკის ამ ორი გერმანელი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით მოქმედებაზე გადავიდა დედაქალაქ ათენში მოქმედი გერმანიის საელჩო. დაკავებულმა გერმანელმა ჟურნალისტებმა ბერძენი პოლიციისათვის მიცემულ პირველ ჩვენებაში თქვეს, რომ ისინი, თურქეთიდან საბერძნეთში განხორციელებულ არალეგალურ მიგრაციაზე სტატიებს ამზადებდნენ და ამიტომ იმყოფებოდნენ სასაზღვრო ზონაში
მსგავსი ინფორმაციები

ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“
ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“