ნეთანიაჰუ ირანისადმი მტრობას არ მალავს

“P+1 შეთანხმება ან უნდა შესწორდეს, ანდა გაუქმდეს“

925981
ნეთანიაჰუ ირანისადმი მტრობას არ მალავს

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის დაბლოკვის ყველაზე საუკეთესო გზაა, ან 2015 წელს ირანსა და დასავლეთს შორის ხელმოწერილი P+1 შეთანხმების მთლიანი შესწორება, ანდა მისი საერთოდ გაუქმება.  

ნეთანიაჰუმ, რომელიც აშშ-ს სტუმრობს, ჟურნალისტებთან პრეს კონფერენცია ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართული იერუსალიმის გამოფენის დათვალიერების და აქვე აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელთან გაეროში, ნიკი ჰეილთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ გამართა.

მასზე ნეთანიაჰუმ ირანი რეგიონალურ ტერორიზმში დაადანაშაულა და თქვა: "ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ან შეთანხმების მთლიანად შესწორება, ანდა მისი გაუქმება. ეს ერთადერთი საშუალებაა ახლო აღმოსავლეთში ბირთვული ტექნოლოგიებისა და ბირთვული იარაღის გარდაუვალი გავრცელების თავიდან ასაცილებლად".

იგი შეეხო ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესსაც და მოლაპარაკებებიდან გასვლაში პალესტინური მხარე დაადანაშაულა



მსგავსი ინფორმაციები