აღმოსავლეთი გუტა სისხლისგან იცლება
ბოლო 18 დღეში 661 სამოქალაქო პირი დაიღუპა
სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის (თეთრ ჩაფხუტიანები) მხრიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ 24 თებერვალს გამოცხადებული 30-დღიანი მორატორიუმის მიუხედავად, ესადის რეჟიმის თავდასხმები დამასკოს აღმოსავლეთ გუტას რეგიონში გრძელდება, რის შედეგადაც ბოლო 18 დღის განმავლობაში 661 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ამიტომ ამ ორგანიზაციამ სასწრაფო დახმარებისათვის მიმართა გაეროს.
ამავე განცხადებით, გაეროს კოლონას არ მოუტანია დაჭრილი თუ ავადმყოფი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისათვის საჭირო სამედიცინო დახმარებები, პირიქით, იმ დღეს, როდესაც გაეროს კოლონა შევიდა, კიდევ 42 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
“ასე რომ, 19 თებერვლის აქეთ აღმოსავლეთ გუტაში ესადის თავდასხმებს მთლიანობაში 661 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 2373 კი დაიჭრა და გაეროს ვთხოვთ სასწრაფოდ მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა შეწყდეს სამოქალაქო პირების სისხლისღვრა“, აღნიშნულია ამ განცხადებაში
მსგავსი ინფორმაციები
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო
ალეპოში თურქეთის გენერალურმა საკონსულომ ფუნქციონირება დაიწყო