თურქეთის საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა ანკარაში გაიმართა

თურქეთის საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივი შეხვედრა ანკარაში გაიმართა

920168
თურქეთის საქართველოს და აზერბაიჯანის  სამმხრივი შეხვედრა ანკარაში გაიმართა

თურქეთის საქართველოს და აზერბაიჯანის  პარლამენტების საგარეო საქმეთა კომისიების სამმხრივი შეხვედრა თურქეთის პარლამენტში გაიმართა.  შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე  ვოლკან ბოზქირი, აზერბაიჯანის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე სამად სეიდოვი,  საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე  სოფიო ქაცარავა და მათი თანმხლები დელეგაციები. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა თანამშრომლობის პროტოკოლს მოაწერეს ხელი და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის დროსაც ვოლკან ბოზქირმა განაცხადა: „მხარეებმა აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღისა  და საქართველოს ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტური  რეგიონების და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების,   საერთაშორისო სამართლის, გაეროს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და ევროპის კომისიის მიერ მიღებული დეკლარაციების ფარგლებში მოგვარებაზე გაამახვილეს ყურადღება.  გარდა ამისა,   მხარეებმა თურქეთში 2016 წლის 15 ივლისს არშემდგარი გადატრიალება კიდევ ერთხელ დაგმეს. საქართველომ და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ მტკიცედ განაცხადეს, რომ თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის მომხრენი არიან. მათვე დემოკრატიული გზით არჩეულ თურქეთის პრეზიდენტს და მთავრობას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს.“  ბოზქირმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ სამივე ქვეყანა კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტის და სხვა მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე და  მის ფარგლებში სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები