აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული შესვენება იმოქმედებს

ყოველდღიურად, დილიდან შუადღემდე მორატორიუმი იმოქმედებს

918967
აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული შესვენება იმოქმედებს

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სირიაში ყოველდღიურად, ადგილობრივი დროით 09.00-დან 14.00-მდე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იმოქმედებს, ე.ი. ჰუმანიტარული შესვენება გამოცხადდება, რათა თავიდან იქნას აცილებული აღმოსავლეთ გუტაში სამოქალაქო მსხვერპლი.
მოსკოვში გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა თქვა, რომ სირიაში მიღწეული ეს ახალი მორატორიუმი მიღებულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდანაც, რის კვალდაკვალ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული შესვენება გამოაცხადა.

"აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად, აღმოსავლეთ გუტაში ჰუმანიტარული შესვენება ყოველდღიურად 9.00-დან 14.00 საათს შორის იქნება, რათა მშვიდობიანი მოსახლეობაში  თავიდან  იქნას აცილებული მსხვერპლი, ხოლო ამის პარალელურად მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული კორიდორიც შეიქმნება“, განაცხადა შოიგუმ.



მსგავსი ინფორმაციები