ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება

915041
ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში ვიზიტით იმყოფება

ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრმა, აჰმედ არსლანმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან ევროპამდე ვაჭრობის განხორციელება ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზით თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

აჰმედ არსლანმა საქართველოს ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად დედაქალაქ ანკარაში სამინისტროს სხდომათა დარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

არსლანის განცხადებით, საქართველოსთან სავაჭრო მოცულობა 2016 წელში 1,5 მილიარდი დოლარის დონეზეა და გამოთქვა იმედი, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.

მინისტრის განცხადებით, ბაქო-თბილის-ყარსის სარკინიგზო ხაზი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაში დიდ წვლილს შეიტანს.

მისივე თქმით, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს დიდი ხნის წარსული აქვს და საქართველო კავკასიაში თურქეთის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია.

დიმიტრი ქუმსიშვილიმა თურქეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაამატა: „ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად უნდა ვიბრძოლოთ, საჭიროების შემთხვევაში საქართველო ყოველთვის თურქეთის გვერდით იქნება.“



მსგავსი ინფორმაციები