ირანში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა

მის ბორტზე მყოფი 66 კაცი დაიღუპა

912754
ირანში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა

 

ირანის დედაქალაქ თეირანიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი ისფაჰანის პროვინციაში დაეცა.

ირანის სტუდენტური საინფორმაციო სააგენტო İSNA-ს ცნობით, თეირანიდან ქალაქ იასუკის მიმართულებით მფრინავი ART 72-500 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ისფაჰანის პროვინციის ქალაქ სემირომთან ჩამოვარდა.

ამავე ინფორმაციით თვითმფრინავში 66 მგზავრი იმყოფებოდა და არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავი მთიან ზონაში დაეცა და ხელისუფლებამ საძიებო და სამაშველო სამუშაოები დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები