სააკაშვილმა ნიდერლანდებში ცხოვრების ნებართვა აიღო

სააკაშვილმა ნიდერლანდებში ცხოვრების ნებართვა აიღო

911402
სააკაშვილმა ნიდერლანდებში ცხოვრების ნებართვა აიღო

უკრაინის მხრიდან  პოლონეთში დეპორტირებულმა   საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა ნიდერლანდებში ცხოვრების ნებართვა აიღო. სააკაშვილის მეუღლე,  სანდრა რულოვსი ჰოლანდიის მოქალაქეა და სწორედ მის გამო მიეცა მას ამ ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა. სააკაშვილი მისი ბოლო მდგომარეობასთან დაკავშირებით  საკუთარი  facebook-ის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს რომელშიც წერია: „დღეს ამსტერდამში,  ბოლო პერიოდის განმავლობაში, პირველად გამიჩნდა ნამდვილი საბუთი, რომელიც ჩემს პიროვნებას ადასტურებს. ნიდერლანდებში ჩამოსვლისთანავე პირადობის დამადასტურებელი საბუთი გადმომცეს, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს. მთლიან პროცედურას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა.“ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქის დაბრუნებას მაინც შესძლებს. მეორეს მხრივ, ჰოლანდიის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილი ამსტერდამში გააგრძელებს ცხოვრებას. სააკაშვილი უკრაინის დედაქალაქ კიევში პარტიის, „ახალი ძალების მოძრაობა“ ოფისის მახლობლად ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და პოლონეთში დეპორტაცია გაუკეთეს.  



მსგავსი ინფორმაციები