იბადიმ პრეს კონფერენცია გამართა

აშშ-ს და კოალიციის ძალები ერაყიდან ეტაპობრივად გავლენ

905229
იბადიმ პრეს კონფერენცია გამართა

ბაღდადში, ერაყის მინისტრთა საბჭოს შეკრების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ელ იბადიმ უპასუხა რა კითხვას ერაყიდან ამერიკული ძალების შესძლო გასვლას, თქვა, რომ აშშ-ს ძალები ერაყში ყოფილი მთავრობის(ნური ალ-მალიკი) მიერ იქნა მიწვეული, რათა DEA- ს წინააღმდეგ ომში მათთვის დახმარება გაეწიათ, ხოლო მათი ხელისუფლების პერიოდში ეს დახმარება გააფართოეს და კოალიციაში გადაზარდეს.

“ჩვენ ამჟამად მზად გვაქვს გეგმა, რომელიც  DEAŞ-ის დამარცხების შემდეგ, აშშ-ს და კოალიციის ძალების ეტაპობრივად გაყვანას და მათი რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს", განაცხადა იბადიმ.

მისივე თქმით, მართალია დეაში ერაყში დაამარცხეს, მაგრამ, მათგან საფრთხე ემუქრებათ სირიის საზღვრებიდან, ამიტომაც ტერორისტების ქმედებების მონიტორინგის მიზნით საერთაშორისო ძალების საჰაერო მხარდაჭერა სჭირდებათ.



მსგავსი ინფორმაციები