ქაბულში სამხედრო ნაწილზე მომხდარ თავდასხმას 5 სამხედრო ემსხვერპლა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ნაწილზე მომხდარ თავდასხმას 5 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა
899083
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო ნაწილზე მომხდარ თავდასხმას 5 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილობრივი დროით 04.00 საათზე 5 შეიარაღებული პირი ქაბულის დასავლეთით მდებარე 111-ე სამხედრო ნაწილში შესვლას შეეცადა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა დევლეთ ვეზირიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა სამხედრო ნაწილის შესასვლელში თავი აიფეთქა და დანარჩენი თავდამსხმელებისთვის გზის გახსნას შეეცადა.
ვეზირის თქმით, 4 საათიანი შეტაკების შედეგად 3 თავდამსხმელი მოკლული იქნა, ერთი ცოცხალი დააკავეს, 5 სამხედრო დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.