ბურსეას მთა აიღეს

ბურსეას მთა აიღეს

898724
ბურსეას მთა აიღეს

ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავისუფალი სირიის არმიის წევრებმა აფრინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სტრატეგიული მთა ბურსეა ტერ ორგანიზაცია PYD/PKK-სგან აიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ აჟანსი“ ავრცელებს.  თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის აფრინის რეგიონში „ზეთისხილის რტო“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო. გენშტაბმა ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპერაცია გეროს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და თავდაცვის რეზოლუციის ფარგლებში მიმდინარეობს რა, ისინი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ. ამავე განცხადების მიხედვით  ყველა სახის ზომებს ატარებენ  იმისათვის რათა ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას.

 



მსგავსი ინფორმაციები