თურქეთს სტოლტენბერგის მოადგილე სტუმრობს

მან მხარი დაუჭირა ზეთისხილის რტოს ოპერაციას

895781
თურქეთს სტოლტენბერგის მოადგილე სტუმრობს

 

ანკარას სტუმრობს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერი, რომელმაც ერთ ერთი თურქული კერძო ტელევიზიისათვის გავრცელებულ განცხადებაში მხარი დაუჭირა სირიაში მოქმედი ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებულ აფრინის ოპერაციას და თქვა, რომ თურქეთს აქვს თავის საზღვრების და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უფლება.

"თურქეთი არის ის ქვეყანა, რომლის საზღვარიც ყველაზე ხშირ თავდასხმებს განიცდის და ყოველთვის დგას ამ საშინელი ტერორისტული საფრთხის წინაშე, ამიტომაც მას აქვს ლეგიტიმური მიზეზი, რათა შეშფოთდეს სირიაში მოქმედი ქურთული შეიარაღებული ფორმირებებისგან, აღნიშნა ნატოელმა სტუმარმა.

იგი შეეხო აშშ-ს და თურქეთს შორის არსებულ უთანხმოებას, რომელიც გამოიწვია ამერიკის მხრიდან ქურთი ტერორისტებისადმი სამხედრო დახმარებამ და თქვა, რომ მსგავსი უთანხმოებები ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ხანდახან ხდება.

“თურქეთი ნატოს ერთ ერთი ძლიერი წევრი და მოკავშირე ქვეყანაა, ამიტომაც ყველანაირ ძალისხმევას გამოვიჩენთ, რათა ამერიკასთან უთანხმოება მოგვარდეს“, განაცხადა გეტემიულერმა.

მისივე თქმით ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი მუდმივ კონტაქტშია ერდოღანთან და ამის გამო იგი კმაყოფილებას გამოთქვამს



მსგავსი ინფორმაციები