ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 3

2018 წელი ერაყში არჩევნების წელია

896371
ახლო აღმოსავლეთი თურქეთის გადასახედიდან 3

 

მართალია 2018 წელი ერაყში არჩევნების წელი იქნება, მაგრამ, აშშ-ს მხრიდან ამ ქვეყნის ოკუპაციის, ე.ი. 2003 წლის  შემდეგ გამართული ყველა არჩევნებს დიდი კრიზისი მოჰყვა. რასაკვირველია, მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობით საქმის ასეთი განზოგადება არ არის სწორი,  თუმცა, ამ ქვეყნის DEAŞ-ისგან გათავისუფლებით არსებული პრობლემები ჯერ ჯერობით მთლიანად არ მოგვარდა. აი ამ მიზეზით, ერაყის 2018 წლის არჩევნები მასზე ყურადღების გამახვილებას იმსახურებს.

როგორც ცნობილია, ამერიკამ ერაყს მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღების ქონაში დასდო ბრალი და 2003 წლის მარტში მისი ოკუპაცია მოახდინა, თუმცა დღემდის ერაყში არც სტაბილურობა და არც მშვიდობა არ დამყარებულა, პირიქით აწყობილ ქვეყანაში ყველაფერი ერთმანეთში აირია რა, ეთნიკურ და კონფესიურ ნიადაგზეც დაიწყო კონფლიქტები. ამ მდგომარეობამ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ წყობაზეც უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რა, 2003 წლის აქეთ გამართულ ყველანაირ არჩევნებს განსხვავებული ტიპის სერიოზული კრიზისები მოჰყვა. ამერიკის ოკუპაციის ქვეშ პირველად 2005 წლის ბოლოს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანა, 2006 წლიდან დაწყებული დომინანტური სამოქალაქო ომის არენად გადაიქცა. 2010 წლის არჩევნების შემდეგ სუნიტ-შიიტების დაპირისპირება პარლამენტში გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო  იმ დროინდელი შიიტი პრემიერმინისტრის  ნური ელ მალიქის მხრიდან წარმოებულმა სუნიტი არაბების განადგურების პოლიტიკამ და საბოლოო ჯამში ამან დიდი სოციალური არეულობა გამოიწვია. 2014 წლის არჩევნების შემდეგ კი ერაყი ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის ოკუპაციის ქვეშ გადავიდა. 2018 წლის არჩევნებიც ალბათ არც ისე განსხვავებული იქნება, თუმცა ერთი დიდი განსხვავება არსებობს, ამჟამად დეაში დამარცხებულია და იგი ქვეყნის მდგომარეობაზე უწინდებურად ზეგავლენას ვეღარ ახდენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამჟამად მდგომარეობა არც ისე კრიტიკული და ტრაგიკულია, როგორც წინა წლებში და ქვეყანა ნელ ნელა სწორდება წელში რა, სტაბილურობაც უფრო საგრძნობი გახდა

ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის კრახით დასრულებამ საკმარისად გაუმაგრა ხელი ამჟამინდელ პრემიერმინისტრ ჰაიდარ იბადის, რომელმაც ქურთებს ადრე ოკუპირებული ტერიტორიებიც უკან წაართვათ, დეაშიც ფაქტიურად დაამარცხა და ახლა ნელ ნელა იწყებს ეკონომიკის განვიტარებას, რის ნათელი მაგალითია ამ ბოლო ხანებში ნავთობის მოპოვება-რეალიზაციაში დაფიქსირებული ზრდა. დიახ, 2014 წელში ხელისუფლებაში მოსულმა იბადიმ თუ ფაქტიურად ფეხზე ძლივს მდგარი სახელმწიფო ჩაიბარა, რომელიც ის ის იყო უნდა დაშლილიყო რეგიონებად, ახლა ეს სახელწიფო ერთიანი გახდა და ნელ ნელა იკრებს ძალას, რადგან, აღარც ტერორიზმთან ბრძოლა დარჩა და აღარც სეპარატისტებს ებრძვიან, რამეთუ იბადიმ ორივე მტერი დაამარცხა                                 

ერაყის პარლამენტში მიღებული დადგენილებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 12 მაისს გაიმართება. აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები ერაყში, დათქმული თარიღიდან 6 თვის შემდეგ შესდგა და ზოგიერთები წლევანდელი არჩევნების გადავადებასაც ელიან. თუმცა, მანამდის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ მომავალი არჩევნებისა თუ პოლიტიკის ბედზე.

ამათგან პირველი კითხვა ერაყის შიიტი არაბების მხარდაჭერით მოსარგებლე ჰაშდი შააბის სახელწოდების შეიარაღებულ ფორმირებას ეხება. ამ ორგანიზაციამ, რომლის პროტეჟედაც ირანს აჩვენებენ,  დიდი წვლილი შეიტანა ერაყში  DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ბოლოს ერაყის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იბრძოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერაყის მთავრობამ იგი ლეგალიზებული გახადა და მის წევრებს ხელფასიც კი დაუნიშნა. ამ შიიტური ფორმირების ასეთი აღზევება აშინებს ერაყის სუნიტურ მოსახლეობას

მეორე კითხვა ერაყის სუნიტური მოსახლეობის ახალ სისტემასთან ინტეგრირებას ეხება. პრინციპში ეს საკითხი უკვე 15 წელია, ე.ი. ამერიკის მხრიდან ამ ქვეყნის ოკუპაციისა იმდროინდელი მმართველი პარტიის, ბაასის განეიტრალების შემდეგ დგას დღის წესრიგში. ერაყელი სუნიტების ერთმა ნაწილმაც დეაშის წინააღმდეგ წარმატებით იბრძოლა და ამის გამო მრავალი სუნიტი იქნა განადგურებული თვით დეაშელების მხრიდან, სუნიტი არაბების ერთ ნაწილს კი ახლანდელი ხელისუფლება ტერორისტულად მიიჩნევს, მესამე ნაწილმა კი ერაყი დატოვა და უცხოეთს შეაფარა თავი, მეოთხე ნაწილმა კი მთავრობასთან კავშირი დადო და მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალნი არიან ყველაზე ძლიერი სუნიტური დაჯგუფება ერაყში, თუმცა, საერთო ჯამში და შიიტებთან შედარებით ისინი უფრო არა გავლენიანს წარმოადგენენ.

მესამე კითხვა კი ერაყელი ქურთების მომავალს ეხება. გასული წლის რეფერენდუმის და შემდეგ მის კვალდაკვალ განვითარებული მოვლენების შემდეგ გაურკვეველი ვითარება შეიქმნა ჩრდილოეთ ერაყის ავტონომიურ რეგიონში, სადაც წელს ორი, რეგიონალური პარლამენტის და რეგიონალური ლიდერის არჩევნები გაიმართება და აქ უფრო მკაცრ არჩევნებს ელიან, ვიდრე საერთოდ ერაყში.. ყველას აინტერესებს თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ქურთული ავტონომიის ახლად არჩეულ პარლამენტს და ლიდერს ერაყის ცენტრალურ მთავრობასთან. თუ ქურთების მომავალი ხელმძღვანელები ბარზანის მსგავსად დამოუკიდებლობის გზას დაადგებიან, მაშინ, ისინი დიდი ეკონომიკური კრიზისის პირისპირ დადგებიან, ხოლო თუ ბაღდადთან კეთილ ურთიერთობებს დაამყარებენ, მაშინ, წვლილს შეიტანენ ერთიანი ერაყის განვითარებაში. ამასობაში, ზოგიერთები ოპტიმისტურად უყურებენ ერაყის მომავალ განვითარებას   

 



მსგავსი ინფორმაციები