PYD/YPG-ს თავდასხმა ელ-ბაბში

PYD/YPG-ს თავდასხმა ელ-ბაბში

892716
PYD/YPG-ს თავდასხმა ელ-ბაბში

სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა, PYD/YPG-მ სირიის ქალაქ, ელ-ბაბში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა. PKK/PYD-ს მიერ ნასროლი რაკეტა ქალაქის ცენტრში მდებარე, „ჰიქმე“ სახელწოდების სავადმყოფოს მახლობლად ჩამოვარდა სადაც  კარვებია განთავსებული. გუშინ საღამოს განხორციელებული თავდასხმის დროს ერთი ბავშვი დაიღუპა, ხუთი პირი დაშავდა, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა. ელ-ბაბს თავისუფალი სირიის არმია აკონტროლებს. მათი განცხადებით, PYD/PKK-მ თავდასხმა ელ-ბაბიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე,  შეალეს რეგიონიდან განახორციელა. აღნიშნულმა ტერ ორგანიზაციამ  გუშინ დილით ასევე,  თურქეთ-სირიის საზღვართან ახლოს მდებარე, აზეზის რაიონში განახორციელა საჰაერო თავდასხმა, რა დროსაც ასევე  1 ადამიანი დაიღუპა 14 კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები: #PYD/YPG , #თავდასხმა , #სირია , #ელ-ბაბი

მსგავსი ინფორმაციები