მამედიაროვმა და ნალბანდიანმა კრაკოვში შეხვედრა გამართეს
მამედიაროვმა და ნალბანდიანმა კრაკოვში შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედუარდ ნალბანდიანმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის განსახილველად პოლონეთის ქალაქ, კრაკოვში შეხვედრა გამართეს. შეხვედრა, რომელზეც ყარაბაღის საკითხის შესახებ იმსჯელეს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დაახლოებით 6 საათს გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ მამედიაროვი, მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე წლის თებერვლის თვის დასაწყისში რეგიონს ეწვევიან. ამავე განცხადების მიხედვით მოლაპარაკება კონსტრუქციულად დასრულდა და საკითხის მოსაგვარებლად ასეთი შეხვედრების სისტემატურად გამართვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
მსგავსი ინფორმაციები

საბერძნეთის ქალაქ ლარისაში მიწისძვრა ისევ მოხდა
6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ქალაქში კიდევ ორი ბიძგი დაფიქსირდა