საბერძნეთში ქამრის მოჭერის პოლიტიკა გრძელდება
ამას ათენს კრედიტორები ახვევენ თავს
საბერძნეთში, რომელიც იბრძვის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისათვის, კრედიტორების მოთხოვნის საფუძველზე შედგენილი ე.წ. ქამრის მოჭერის პოლიტიკის შემცველი ახალი კანონ პროექტი, რომლის წინააღმდეგაც გამოდიან სინდიკატები და ოპოზიცია, რადგან ეს ახალი პროექტი ართულებს გაფიცვების და დემონსტრაციების ჩატარებას, 295 დეპუტატიან პარლამენტში 154 ხმით იქნა მიღებული.
მმართველი სირიზას პარტიის ლიდერი და საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ალექსი ციპრასი გამოეხმაურა რა კენჭისყრის შედეგებს, აღნიშნა, რომ პარლამენტარების მხრიდან ახალი პროექტის მიღებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ხსნის პაკეტის პროგრამის რეგულაციის საკითხშიც.
მანვე პროფკავშირები დაადანაშაულა არასწორი და დაბინძურებული ინფორმაციების გავრცელებაში რა, ხაზი გაუსვა, რომ ახალი პროექტი არ ზღუდავს და არ კრძალავს გაფიცვების და დემონსტრაციების ჩატარებას.
კენჭისყრის დროს პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა ათასობით ადამიანი და გააპროტესტეს ახალი პროექტი რა, ერთმა ჯგუფმა პარლამენტში შეჭრაც სცადა, მაგრამ, პოლიციამ აღკვეთა ეს მცდელობა, ხოლო ამის პარალელურად მეტროს, ტრამვაის და ავტობუსების მძღოლებმა კი 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
ახლა, 22 იანვარს ევრო ჯგუფი შეიკრიბება და კენჭს უყრიან საბერძნეთისათვის განკუთვნილი 86 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის ფარგლებში მისი ერთი ნაწილის ათენისათვის ტრანსფერის საკითხს.
მსგავსი ინფორმაციები
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება
ერაყის და სირიის ჩრდილოეთით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება