ზარიფი ბრიუსელს სტუმრობს

იგი ევროპელ კოლეგებს შეხვდა

886926
ზარიფი ბრიუსელს სტუმრობს

 

ბელგიაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯევად ზარიფს გუშინ, ბრიუსელში პირისპირი შეხვედრები ჰქონდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ივეს ლე დრიანთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ზიგმარ გაბრიელთან და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონთან.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ირანის სახელმწიფო ტელევიზია IRIB-თან საუბარში თქვა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ირან-დასავლეთს შორის ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების ბოლომდის დაცვაში და რომ მხარეები მის ფარგლებში არავითარ ცვლილებებს არ მიიღებენ.

მისივე თქმით, თუ აშშ-ი ბირთვული გარიგებისადმი ერთგული დარჩება, მაშინ, თეირანიც ასევე ამ შეთანხმების ერთგული დარჩება.

დასავლეთის სახელით ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულების განცხადება მოგერინმა გუშინ, ზაფერთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

რაც შეეხება ამ შეთანხმებისადმი უარყოფითად განწყობილ ტრამპს, საბოლოო გადაწყვეტილებას იგი ამ დღეებში გამოაცხადებს



მსგავსი ინფორმაციები