ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში არჩევნები ჩატარდა

ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში პრემიერმინისტრ ჰუსეინ ოზგურგუნის ლიდერობით ეროვნული ერთობის პარტიამ ხმების 36%-ით პირველობა მოიპოვა

883501
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში არჩევნები ჩატარდა

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში (KKTC) პარლამენტის 50 წევრის ასარჩევად ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში პრემიერმინისტრ ჰუსეინ ოზგურგუნის ლიდერობით ეროვნული ერთობის პარტიამ (UBP) ხმების 36%-ით პირველობა მოიპოვა.

ეს შედეგები ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსში ახალი კოალიციური მთავრობა შეიქმნება.  

არაოფიციალური შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე ხმების 36,05%-ით ეროვნული ერთობის პარტია, მეორე ადგილზე ხმების 20,8%-ით რესპუბლიკური თურქული პარტიაა (CTP), ხალხის პარტია (HP) 16,74%-ით მესამე ადგილზეა, 8,06%-ით დემოკრატიული პარტია (DP) მეოთხე,  7,99%-ით მეხუთე ადგილზეა სოციალ დემოკრატიული პარტია (TDP) და ხმების 7,45%-ით კი მეექვსე ხელახალი დაბადების პარტია (YDP) გახდა.

პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ დედაქალაქ ლეფკოშაში ეროვნული ერთობის პარტიის ცენტრალურ ოფისში პრემიერმა ოზგურგუნმა შედეგები შეაფასა და დასძინა: „ხალხი ეროვნული ერთობის პარტიას დიდ მოვალეობასა და პასუხიმგებლობას აკისრებს და ამ მოვალეობასა და პასუხისმგებლობას ავიღებთ და ვატარებთ. ჩვენს წინ მნიშვნელოვანი გარდატეხის წერტილებია... კვიპროსის თურქ ხალხს ჩვენი მხარდაჭერის გამო მადლობას ვუხდი, ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროსაც ვაცხადებდით, ჩვენი მიზანი ხალხის სამსახურია.“



მსგავსი ინფორმაციები